• EN
  • ge
  • ru
  • 2019-22 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა
    8 მაისი, 2018

    აჭარის ა/რ  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში,  სსიპ- აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2019-2022 წწ  პროგრამის  საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე ძირითადად საუბარი სააგენტოს მიერ 2019 წლისათვის განსახორციელებელ პროგრამას შეეხო.

    პროგრამა : ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება ‘’ ითვალისწინებს  აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციას, მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის მოწყობას, არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას აჭარაში და   ძეგლების პოპულარიზაციას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.

    პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება:

    • ხიხანის აბუსერისძეთა საგვარეულო ციხის რეაბილიტაცია;
    • ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა;
    • ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა;
    • მოეწყობა პეტრას ციხისა და გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტუქტურა;                                                         
    • მოეწყობა არქეოლოგიური ექსპედიციები და საინფორმაციო-მარკეტინგული ღონისძიებები;  

     

                პროგრამის ბიუჯეტი - 2256,000 ლარი