• EN
  • ge
  • „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“. - 22 მარტი, 2018

    დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრეზენტაცია თემაზე: „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“გაიმართა. ტურისტული სააგენტოებისა და ტურიზმის  დეპარტამენტის წარმომადგენლები გაეცნენ ინფორმაციას აჭარის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რაოდენობის, მათი ადგილმდებარეობის,  აგების თარიღის, ფუნქციული დანიშნულების და ა.შ. შესახებ და  გადაეცათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაცული სრულყოფილი და სისტემატიზირებული საინფორმაციო ბაზა, რომელიც თითოეული ძეგლის შესახებ შეიცავს გრაფიკულ მონაცემებს, ფოტომასალას და ელექტრონულ რუქებს